18 გარდაცვლილი და 180 დაკარგული – ხანძარი კალიფორნიაში

ჩრდილოეთ კალიფორნიაში გავრცელებულ მასშტაბურ ხანძარს 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 180 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს. ასევე, განადგურებულია 2000-ზე მეტი შენობა, ხოლო 20 000 ადამიანს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია.

ცეცხლის გავრცელებას ძლიერი ქარი უწყებოს ხელს. ხანძარი ძირითადად იმ რეგიონებშია გავრცელებული, სადაც მეღვიანეობაა განვითარებული.

ყველაზე მეტად ქალაქი სანტა როზა დაზარალდა, რომელშიც ზოგიერთი უბანი თითქმის მთლიანად დაიწვა.

">