17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდება

17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზაზე სპეციალური რეჟიმი დაწესდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის კმ 4 მონაკვეთზე მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, 17 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-3-ე კმ-დან სოფ. სადგური სვირის გავლით ზესტაფონი-ბაღდათის საავტომობილო გზის მე-9-ე კმ-მდე გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.
საავტომობილო გზის დაკეტვის ადგილებში კონტრაქტორი ორგანიზაციის მიერ განთავსებული იქნება შესაბამისი საგზაო ნიშნები”-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

/</a></iframe>