13 აგვისტოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება

13 აგვისტოდან, სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა იწყება. შეიარაღებულ ძალებში წელს 1800 წვევამდელს გაიწვევენ.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს , შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში – 1370-ს, ხოლო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურში 200 წვევამდელს გაიწვევენ.

საშემოდგომო გაწვევა 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან ცნობილია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან ძალაში საკანონმდებლო ცვლილება შედის, რომლის თანახმადაც წვევამდელებს ჯარის სანაცვლოდ სახანძრო მაშველებად სამსახურს შესთავაზებენ. საგანგებო ვითარებაში ახალგაზრდებს ქვეყნის სამსახურში ყოფნისგან მღვდელმსახურის საბუთი ვეღარ დაიცავს.