11 იანვარს ცნობილი ქართველი ფეხბურთელის გაიოზ ჯეჯელავას  დაბადების დღეა

1915 წლის 11 იანვარს, ცნობილი ქართველი ფეხბურთელი გაიოზ ჯეჯელავა დაიბადა.

გაიოზ ჯეჯელავა გამოდიოდა თბილისის გუნდებში – “ლოკომოტივსა” (1935-1937) და “დინამოში” (1937-1948), უმაღლეს ლიგაში ჩატარებული აქვს 145 მატჩი (67 გოლი); 6-ჯერ დასახელდა სსრკ 33 საუკეთესო ფეხბურთელს შორის, აქედან 3-ჯერ (1938-1940) – პირველ ნიშნად; 1940 წელს შევიდა სსრკ საუკეთესო სპორტსმენთა ათეულში; საბჭოთა ფეხბურთში ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი; გამოირჩეოდა ვირტუოზული ტექნიკით, არტისტიზმით.

საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ მუშაობდა უფროს მწვრთნელად 35-ე საფეხბურთო სკოლაში (1949), რომლის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო, ასევე – მოსკოვის “ვვს-ში” (1949-1952), თბილისის “დინამოში” (1956-1957); შემდეგ მუშაობა განაგრძო ინჟინრის სპეციალობით.

იგი ავტორია წიგნებისა: “ქართული ფეხბურთელები ირანსა და რუმინეთში” (1947) და “მოძრავი თამაშები ფეხბურთელთათვის” (1947);

გაიოზ ჯეჯელავას მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

გაიოზ ჯეჯელავა გარდაიცვალა 2005 წლის 16 მარტს, 90 წლის ასაკში.

/</a></iframe>