„კომპანია არის სრულ ზარალზე და მისი სურვილი იმისა, რომ დათმოს აღნიშნული ობიექტი, გამომდინარეობს აქედან“

ბიზნესომბუდსმენის ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ „საქნახშირისთვის“, რომელიც ოპერირებას უწევს ტყიბულის შახტებს, არის სრულ ზარალზე და მისი სურვილი იმისა, რომ დათმოს აღნიშნული ობიექტი, ბუნებრივია გამომდინარეობს აქედან. მისივე თქმით, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას საკმაოდ მნივნელოვანი ფინანსური რესურსი სჭირდება და როგორც ჩანს, ეს არ გააჩნია ამ ეტაპზე კომპანიას.

„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა პერიოდიც კომპანია ადგილზე საქმიანობდა, ეს არ იყო მისთვის მომგებიანი საქმიანობა, კომპანია არის სრულ ზარალზე და მისი სურვილი იმისა, რომ დათმოს აღნიშნული ობიექტი, ბუნებრივია გამომდინარეობს აქედან, რადგანაც იქ არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას სჭირდება საკმაოდ მნიშნვნელოვანი ფინანსური რესურსი და როგორც ჩანს, ეს არ გააჩნია ამ ეტაპზე კომპანიას.

ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. ზოგადად, მსგავსი ტიპის საწარმოებში აუცილებელია, რომ მომეტებული საფრთხის მქონე საწარმოებში არსებობდეს შესაბამისი პირობები. ამ ფაქტმა კიდევ დაადასტურა, რომ ასეთი საჭიროება ასეთი ტიპის ობიექტებში არსებობს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ კომპანიის სურვილი, რომ გადადგას ეს ნაბიჯი, უკააშირდება იმას, რომ კომპანიისთვის არ არის მნიშვნელოვანი, რომ სამომავლოდ გააგრძელოს ასეთ პირობებში საქმიანობა“,-განაცხადა ლექვინაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა მზადყოფნა გამოთქვა, კომპანია „საქნახშირი“ უსასყიდლოდ გადასცეს სახელმწიფოს.