„10 საათის განმავლობაში ალყაში ჰყავდათ მოქცეული ადამიანები“

12 მაისს, კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებთან დაკავშირებით კითხვები აქვს ოპოზიციას. ამ საკითხზე შინაგან საქმეთა მინისტრი 18 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრებს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის თქმით, აქციაზე შეკრებილი ახალგაზრდები 10 საათის განმავლობაში ალყაში იყვნენ მოქცეულები და შეტევა იყო როგორც პოლიციაზე, ასევე ჟურნალისტებზე,  დეპუტატს კითხვები ექნება მინისტრთან, თუ ვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

„10 საათის განმავლობაში ალყაში ჰყავდათ მოქცეული ადამიანები და სინამდვილეში ისინი ეწეოდნენ კანონსაწინააღმდეგო საქმიანობას. კეთილი ინებოს და პარასკევს, როდესაც მინისტრი მობრძანდება, დადოს სია, ვის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლებრივი საქმე. პირდაპირ იყო პოლიციაზე შეტევა, იყო ჟურნალისტებზე შეტევა და იყო მუქარა, რომელიც ისჯება საქართველოს კანონით. ვის დასჯიან? თუ ისინი არ დაისჯებიან, მოუწევს პასუხისგება საქართველოს მთავრობას და პირველ რიგში შინაგან საქმეთა მინისტრს“,-განაცხადა გოცირიძემ.

 

/</a></iframe>