10 ოქტომბერს ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება

10 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგში საქართველოს საკითხზე განხილვა გაიმართება. განხილვა ბერლინის დროით 16:10-ზეა ჩანიშნული.
ბუნდესტაგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განხილვა სამთავრობო ფრაქციების მიერაა ინიცირებული.
ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ განხილვის თემა საქართველოს ევროპული მომავალია.