1:0 – მიქაუტაძის გოლით პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს უგებს

რადგან პირველ ტურში ორივე ნაკრები დამარცხდა (საქართველო თურქეთთან 1:3, ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2), ამ მატჩს გუნდებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
EURO 2024-ის მატჩების ღია ჩვენებები საქართველოს ყველა ქალაქში დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი. როგორც ცნობილია, მიხეილ მესხის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა თამაშს აჩვენებენ.
შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 26 ივნისს გამართავს, გელზენკირხენში, სადაც ის პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ