10 ოქტომბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება

10 ოქტომბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ქარიც.

ტემპერატურა 16-21 გრადუსამდე დაიკლებს.

„რაც შეეხება 12-13-14 ოქტომბერს, შედარებით გამოიდარებს, თუმცა მთელ საქართველოში არა.ზოგან წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. 15 ოქტომბრიდან კი ყველგან ისევ წვიმას, ქარსა და ტემპერატურის დაკლებას ველოდებით,“ – განაცხადა საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ.

">