1-ელი აგვისტოდან აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება – ნახეთ რა იცვლება

სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ 2024 წლის 1 აგვისტოდან, აშშ-ში ძაღლების გაყვანასთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება.
ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ, ცოფის გავრცელების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პერიოდულად იცვლება ძაღლების გაყვანის მოქმედი რეგულაციები.
“მიღებული ახალი წესების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემულ ვეტერინარულ სერტიფიკატთან ერთად, სავალდებულოა, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ შემუშავებული სპეციალური სასერტიფიკატო ფორმის შევსება. აღნიშნული სერტიფიკატის ფორმას ავსებს სახელმწიფო ვეტერინარი, რაც დამოწმებული უნდა იყოს ხელმოწერითა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ბეჭდით”, – ნათქვამია განცხადებაში. CDC-ის სერტიფიკატისთვის სავალდებულო ინფორმაცია მოიცავს:
· მფლობელის ან ძაღლის გადამყვანის, ასევე მიმღების სახელს, გვარს, მისამართს, ტელეფონის ნომერსა და ელფოსტას;
· ცხოველის სახელს, ჯიშს, სქესს, ფერს ან/და რაიმე დამახასიათებელი ნიშანს; დაბადების თარიღს; ISO-ს შესაბამისი მიკროჩიპის ნომერს და მიკროჩიპის იმპლანტაციის თარიღს;
· ინფორმაციას ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ (ვაქცინის დასახელება, მწარმოებელი, ლოტის (სერიის) ნომერი და ვარგისიანობის ვადა, ვაქცინაციის თარიღი, მომდევნო ვაქცინაციის თარიღი);
· სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ელექტრონული ხელმოწერით ან სველი ბეჭდით დამოწმებულ ცოფის სეროლოგიური კვლევის შედეგებს (სეროლოგიური კვლევა უნდა ჩატარდეს ცოფის ვაქცინაციიდან 30 დღის შემდეგ, ცხოველის გაყვანა საზღვარზე შესაძლებელია ლაბორატორიული დასკვნის მიღებიდან 45 დღის შემდეგ), რომელიც ჩატარდა CDC-ის მიერ აღიარებულ ლაბორატორიაში;
· ვეტერინარის მიერ ძაღლის ფიზიკური დათვალიერების შესახებ აქტის შევსებასა და ხელმოწერილ დასტურს.
ზემოაღნიშნული პირობების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ძაღლის უკან გამობრუნების ან აშშ-ში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი (მფლობელის ან იმპორტიორის ხარჯზე). სერტიფიცირების ფორმა შეგიძლიათ იხილოთ – https://nfa.gov.ge/Ge/Files/Download/6061

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება