„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ წითელ ზღვასა და ინდოეთის ოკეანეში ამერიკულ ხომალდებს დაარტყეს

იემენელი „ჰუტისების“ განცხადებით, წითელ ზღვაში ორ ამერიკულ გამანადგურებელსა და ხომალდ CYCLADES-ს დაარტყეს, ინდოეთის ოკეანეში კი -ხომალდ MSC Orion-ს.
აღნიშნული ინფორმაცია, რომელიც დაჯგუფების სამხედრო პრესსპიკერმა, იაჰია სარიმ გაავრცელა, ამერიკულ მხარეს, ჯერჯერობით, არ დაუდასტურებია.
ირანთან დაკავშირებული „ჰუსიტები“, დაჯგუფება „ჰამასის“ მიმართ სოლიდარობის ნიშნად, თვეების განმავლობაში ახორციელებენ თავდასხმებს გემებზე.