ჯეფ ბეზოსმა მიმდინარე წელს Amazon-ის 24 მლნ აქცია გაყიდა

Amazon-ის დამფუძნებელმა და ყოფილმა ხელმძღვანელმა ჯეფ ბეზოსმა კომპანიის კიდევ 2 მილიარდი დოლარის აქციები გაყიდა, როგორც ადრე დამტკიცებული სავაჭრო გეგმის ნაწილი.
ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში (SEC) შეტანილი დოკუმენტების თანახმად, ბეზოსმა Amazon-ის 12 მილიონი აქცია გაყიდა 9 და 12 თებერვალს. ქაღალდები გაიყიდა 170,61-იდან 175,34 დოლარამდე ფასებით.
უფრო ადრე ცნობილი გახდა, რომ ბეზოსმა 7 და 8 თებერვალს კომპანიის 12 მილიონი აქცია 2,04 მილიარდ დოლარად გაყიდა.
მანამდე მას არ გაუყიდია ამაზონის აქციები 2021 წლის ნოემბრის შემდეგ, აღნიშნავს Market Watch.
2023 წლის ნოემბერში დამტკიცებული სავაჭრო გეგმის მიხედვით, ბეზოსს შეუძლია გაყიდოს Amazon-ის 50 მილიონამდე აქცია 2025 წლის იანვრის ბოლომდე.
ოთხშაბათს საბაზრო ვაჭრობაში Amazon-ის აქციები 0.8%-ით გაძვირდა. ბოლო 12 თვის განმავლობაში მათი ღირებულება 67%-ით გაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ