ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის, ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა

ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის, ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, გამართული აქტივობები დასრულდა
პირველ დღეს, Საინფორმაციო ტრენინგი გაიმართა ,,პროფესიის არჩევის” შესახებ, რომელსაც ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ქეთევან ბერიძე წარუძღვა, მონაწილე ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ.
მეორე დღე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ბათუმის საზღვაო აკადემიის გასვლით აქტივობებს დაეთმო, ახალგაზრდებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიული კლინიკები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
მონაწილე აბიტურიენტებს, რექტორის მოადგილე თამარ სირაძემ უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და მომავალ სტუდენტებს წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ – მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები ჩაატარეს იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკის, სინქრონული თარგმანის ლაბორატორიებში, იმყოფებოდნენ სასამართლო პროცესების საიმიტაციო დარბაზში.
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ახალგაზრდებს აკადემიის წარმომადგენლები შეხვდნენ და მეზღვაურის საქმიანობის დადებითი ფაქტორები და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გააცნეს, აბიტურიენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ სიმულაციურ აქტივობებშიც, დაათვალიერეს ბიბლიოთეკა, საინჟინრო და სამანქანე განყოფილებები.
მესამე დღეს, ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა დასკვნითი შეხვედრა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ქათამაძე წარუძღვა.
დასკვნით შეხვედრას, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე, ახალგაზრდებს შეხვდა და პროფესიის არჩევის შესახებ ესაუბრა, პროექტში მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი იყო ჩართული.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე