ხარკოვის და სუმის ოლქებზე რაკეტებით და დრონებით შეტევა იყო

რუსმა სამხედროებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში უკრაინის ხარკოვის და სუმის ოლქებზე.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცის ინფორმაციით, დილით ორი სარაკეტო დარტყმა იყო ქალაქ ხარკოვის ერთ-ერთ რაიონში, სადაც არასაცხოვრებელი შენობებია განთავსებული. ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, ს საკუპაციო ძალებმა С-300 ტიპის რაკეტები გამოიყენეს. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა.
დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია. უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საოლქო ცენტრზე, ქალაქ სუმიზე და კიდევ სამ ქალაქზე – შოტკიზე, ტროსტიანცსა და ბელოპოლიაზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, შოსტკისა და ტროსტიანცზც სარაკეტო დარტყმაც განხორციელდა. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება