„ხალხის ძალა“ არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ სიით მიიღებს

„ხალხის ძალა“ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ სიით მიიღებს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ დღეს, 16 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა.
„ხალხის ძალა“ პარტია „ქართული ოცნებიდან“ გასულმა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩენილმა დეპუტატებმა დააფუძნეს და თქვეს, რომ ასე უკეთ შეძლებდნენ „კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაციის გატანას“ და საზოგადოებისთვის სიმართლის მიწოდებას.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ხალხის ძალა“ არის მთავარი რუპორი „ოცნების“ მიერ წამოწყებული ანტიდასავლური პროპაგანდისა, რომ თითქოს საქართველო მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო დაისაჯა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 2022 წელს ამიტომ ვერ მიიღო.
მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების „უცხოური გავლენების აგენტად“ მიჩნევას ითვალისწინებდა კანონპროექტი, რომელიც „ხალხის ძალამ“ გასულ წელს შეიმუშავა, თუმცა საზოგადოებრივი პროტესტის გამო ვერ მიიღეს. ეს კანონპროექტი ერთი წლის მერე პარლამენტში „ოცნების“ ხელმოწერით შემოაბრუნეს და მიიღეს.

ასევე დაგაინტერესებთ