ხაზარაძე: ჟიული შარტავას შემდეგ, ბიძაჩემი გახდა რუსთავის ხელმძღვანელი და კომუნისტების დროს, აქ ეკლესიის აშენება მოახერხა

კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მ რუსთავის მოსახლეობასთან შეხვედრისას გაიხსენა, რა აკავშირებს ამ ქალაქთან. ოპოზიციონერმა ლიდერმა 1985-88 წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწორედ ამ დროს, საბჭოეთის პერიოდში, მისმა ბიძამ, რომელიც მას შემდეგ, რაც ჟიული შარტავამ თანამდებობა შეიცვალა, ქალაქის ხელმძღვანელი გახდა, მოახერხა და ეკლესია ააშენა.
“რა მაკავშირებს კიდევ ამ ქალაქთან… აქ იყო, ამ შენობაში, არაჩვეულებრივი ადამიანი ჟიული შარტავა, ეროვნული გმირი და როდესაც ის სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, მისი მოადგილე, ბიძაჩემი, მამაჩემის უმცროსი ძმა, გახდა ამ ქალაქის ხელმძღვანელი. ეს ხდება 1986-87-88 წლებში და დიდი სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ გაქანებული კომუნისტების დროს მან მოახერხა, ჩვენი უწმინდესის ლოცვა-კურთხევით აეშენებინა დიდ საბჭოეთში და საბჭოთა საქართველოში პირველი ეკლესია, რომელიც ამშვენებს აქაორობას, ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესია… ეს იყო წარმოუდგენელი რაღაც, როგორ მოახერხეს იმ დროს, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ, ეს ქალაქი ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი ქალაქი, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ