წინასწარი მონაცემებით, ალიევმა არჩევნებში 92,05%-ით გაიმარჯვა

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ილჰამ ალიევმა ხმების 92,05%-ით გაიმარჯვა, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის მედია ადგილობრივ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებ .
საარჩევნო კომისიის ცნობით, მათ 6,537 საარჩევნო უბნიდან 6,102-ის შედეგები უკვე დაითვალეს, რაც საერთო რაოდენობის 93,35%-ს შეადგენს.
შედეგების მიხედვით მეორე ადგილზე გავიდა კანდიდატი ორუჯ ზაჰიდ მაჰარამ-ოღლუ, რომელმაც 101,851 (2.19%) ხმა მიიღო, მესამე ადგილზე გასულმა მუსტაფა ფაზილ გაზანფარმა კი 92,980 (2%) ხმა მიიღო. დანარჩენმა კანდიდატებმა კი ხმების 2%-ზე ნაკლები მიიღეს.
ილჰამ ალიევს გამარჯვება უკვე მიულოცეს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტმა, მ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში არჩევნები მომდევნო 2025 წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოაცხადა, რომ 2024 წლის 7 თებერვალს ვადამდელი არჩევნები გაიმართებოდა.