წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

1-ელი აპრილიდან წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება. ამის შესახებ თბილისის მერმა მ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„1-ელი აპრილიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება წერეთლის გამზირზე და მიმდებარე ქუჩებზე. 1-ელი მარტიდან კი ამ არეალში მცხოვრებ პირებს ავტომობილების რეგისტრაციის შესაძლებლობა ექნებათ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მერი განმარტებით, ადამიანები, რომლებიც ავტომობილებს დაარეგისტრირებენ, პარკირების უფასო შესაძლებლობით ისარგებლებენ. პარკირება უფასო იქნება ასევე შშმ პირებისთვის, ელექტრომობილების მფლობელებისთვის და A კატეგორიის ტაქსებისთვის.