“წამოიყვანეთ შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, საახლობლოსაც” – კალაძე

სხვაგანაც შეუძლიათ აქცია გამართონ, ხელს არავინ არ შეუშლით. რაც შეეხება 29-ის შეკრებას, მთავარი სათქმელი არის საქართველო უპირველეს ყოვლისა. აქცია არის 8 საათზე, სამუშაო საათები მთავრდება 7 საათზე, შესაბამისად, არანაირი პრობლემა არ არის, ადამიანებს შეუძლიათ თავისუფლად გამოვიდნენ. თქვენ გაქვთ მცდელობა, რომ დათრგუნოთ ეს ადამიანები და მე მინდა ყველას მოგიწოდოთ მეგობრებო, არ მოუსმინოთ, იმოქმედეთ, როგორც თქვენი გული გიკარნახებთ. საჯარო მოხელესაც, რა თქმა უნდა, აქვს უფლება და შესაძლებლობა, რომ მოვიდეს და დაესწროს აღნიშნულ შეხვედრას. წამოიყვანეთ თქვენი შვილები, შვილიშვილები, მეზობლებსაც უთხარით, თქვენს საახლობლოსაც, რაც შეიძლება მეტი მოდით. თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია თქვენს მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, თუ ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რატომ არ შეუძლია ვინმეს ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე და შეხვედრაზე მისვლა? ჩვენ არავის არ ვაიძლებთ. როგორ შეიძლება დღეს, 2024 წელს ვინმე იძულებით სადმე წამოიყვანო”, – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“