ძროხების ზღვის მცენარეებით გამოკვება მეთანის ემისიას შეამცირებს – Greenpole

შვედეთი იკვლევს მეთანის შესამცირებლად ძროხებისთვის საკვები დანამატების გამოყენების შესაძლებლობას. ქვეყნის გარემოს დაცვის სააგენტოს ახალ ანგარიშში დადგენილია, რომ ქიმიური ნივთიერება ნიტროოქსიპროპანოლი (3-NOP) და წითელი წყალმცენარეები დანამატებს შორის უფრო მაღალი პოტენციალით გამოირჩევიან.
როგორც The Guardian იტყობინება, მწარმოებლების აზრით, ფერმის ცხოველების საკვებში ყოველდღიურად წითელი წყალმცენარეების დამატებამ შესაძლოა შეამციროს მეთანის ემისიები 90%-ით.
,,შვედეთში ფუნქციონირებას იწყებს კომპანია Volta Greentech-ის ზღვის მცენარეების ქარხანა, სადაც აქტიურად მუშაობენ მსხვილფეხა საქონლის ახალი ტიპის საკვების შექმნაზე. კომპანიის საპილოტე პროექტების შედეგად, შვედეთის ორ ფერმაში მოხდა ძროხების მიერ მეთანის ემისიის შემცირება, დღეში 80 %-ით“— განაცხადა კომპანიის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ფრედრიკ აკერმანმა.
„ვოლტა გრინტექი“ მომავალ წელს გეგმავს საპილოტე პროექტის განხორციელებას გაერთიანებული სამეფოს კომერციული ძროხის ფერმაში.
„ჩვენ შევიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც ამცირებს მეთანის გამონაბოლქვს, ძროხების მიერ გამოშვებულ აირებში. ამგვარად, დანამატი შედის ძროხის საკვებში და ჩვენ უკვე შევძელით, რამდენიმე კომერციულ საპილოტე პროექტში შეგვემცირებინა გამონაბოლქვი დღეში 80%-ით, რომელსაც ძროხები გამოყოფენ, რაც, რა თქმა უნდა, დიდ დადებით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებასა და სოფლის მეურნეობაზე“ — განაცხადა აკერმანმა.
წყარო: Greenpole