ძლიერმა ქარმა სამეგრელოში ხეები წააქცია და ელექტოროგადამცემი ხაზები დააზიანა

სტიქიამ სამეგრელოს რეგიონი დააზარალა. ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები და დაზიანებულია ელექტოროგადამცემი ხაზები. შედეგად ქალაქის ნაწილს ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. ჩახერგილია რამდენიმე ქუჩაც.
ძლიერი ქარი იყო წუხელ წალენჯიხაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ზარალს ამდრომდე ითვლის.

ასევე დაგაინტერესებთ