ძალიან არ მესიამოვნა ბიძინა ივანიშვილს პრორუსი რომ უწოდეს – დავით აქუბარდია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

ძალიან არ მესიამოვნა ბიძინა ივანიშვილს პრორუსი რომ უწოდეს – დავით აქუბარდია ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
ძალიან არ მესიამოვნა ბიძინა ივანიშვილს პრორუსი რომ უწოდეს”- განაცხადა დავით აქუბარდიამ 13 თებერვალს, საკუთარ გადაცემაში, როდესაც გამოეხმაურა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით გაჟღერებულ მოსაზრებას.
“ეს კატასტროფაა ჩვენი ქვეყნისათვის, მართლა მწყდება გული, რომ ასეთი ეპითეტით შეამკეს ეს ადამიანი და მისთვისვეა ცუდი, გიორგი მეთორმეტემ კატასტროფა განიცადა, ის დაუწვა რუსეთს, რაღაც ისეთი განცდა მაქვს, რომ არ გაჩერდება, აუცილებლად დაგვიპყრობს და…
მე ბიძინას მივმართავ, ასეთი რამ (პრორუსობა) დაგაბრალეს და როგორ შეიძლება ეს მოითმინო, თუ ქართველი ხარ და ქვეყნის გადარჩენის პრეტენზია გაქვს. არ შეიძლება ასეთი რაღაც, პირდაპირ მოგმართავ ბიძინა, ან გააპროტესტე, ან რაღაც ისეთი გააკეთე, რომ აღარ თქვან ასეთი რამ შენზე, ეს არის კატასტროფა ჩვენთვის”– განაცხადა დავით აქუბარდიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ღირსების განცდით დაგეგმილი პრაგმატული პოლიტიკა, ჯანსაღი ქართული ამბიცია, სისხლისფერი წარსულიდან მშვიდობის ნაბიჯი მომავალში-ამ ყველაფერს აერთიანებს საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა