ცნობილია უკრაინაზე დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის წინასწარი შედეგები

სულ მცირე 7 ადამიანი დაიჭრა ზე ს დღევანდელი მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად. დაზიანებულია სახლები და სასწავლო დაწესებულებები.
ქალაქ ლვოვის მერიის და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაჭრილია სამი ადამიანი და დაზიანებულია 15-ზე მეტი სახლი, სკოლა და ინფრასტრუქტურული ობიექტი. რომელი მერს არ დაუკონკრეტებია. სადოვის განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10-ზე მეტი რაკეტა გამოიყენეს, თუმცა, საჰაერო თავდაცვის სისტემამ კარგად იმუშავა და მხოლოდ ერთი რაკეტა მოხვდა ინფრასტრუქტურულ ობიექტს, აფეთქების ტალღამ კი სახლები და სკოლის შენობა დააზიანა.
სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიჭრა ქალაქ ზაპოროჟიეში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია სახლები, სასწავლო დაწესებულება და სავაჭრო ობიექტი. ასევე, ინფრასტრუქტურის ობიექტი. რომელი, ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოში არ დააკონკრეტეს.
წინასწარი ინფორმაციით, სარაკეტო შეტევას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია კიევში.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამთენიისას გამოცხადდა. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერტორიას რაკეტებით შეუტიეს Ту-95мс ტიპის ბომდამშენებიდან და შავი ზღვიდან.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ