ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გამოცდილება გაუზიაროს და თანამშრომლობა გააგრძელოს ქართულ მხარესთან – ჩინეთის ელჩი

საქართველოს შეუძლია, აქტიურად მოიზიდოს უცხოურო ინვესტიციები, მიაღწიოს გარღვევას ზოგიერთ ინდუსტრიულ სფეროში, ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გაუზიაროს გამოცდილება, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოი ციენმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, გამოიყენოს ის უპირატესობა, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, ასევე გამოიყენოს თავისი სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.
„საქართველოს შეუძლია, საკუთარ არსებულ ინდუსტრიებზე ორიენტირებით, ზუსტად განსაზღვროს საერთაშორისო ინდუსტრიული ჯაჭვი შესაფერისი სეგმენტებით, გააძლიეროს პოლიტიკური მხარდაჭერა და მაღალი დონის მუშა ხელის მომზადება. ყურადღება მიმართოს შიდა და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებისკენ. ასევე აქტიურად მოიზიდოს და გამოიყენოს უცხოურო ინვესტიციები.
საქართველოს შეუძლია, ინვესტიციების განსახორციელებლად კომპანიები მოიზიდოს ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ისეთი საშუალებებით, როგორიცაა, მაგალითად, ბაჟის გადახდისგან თავისუფალი ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკების მშენებლობა. ასევე მიაღწიოს გარღვევას ზოგიერთ ინდუსტრიულ სფეროში და თანდათან გააგრძელოს ინდუსტრიული ჯაჭვი. ჩინურ მხარეს სურვილი აქვს, გამოცდილება გაუზიაროს და თანამშრომლობა გააგრძელოს ქართულ მხარესთან“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ