ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება – სამწუხაროდ, ომში მათემატიკას მნიშვნელობა აქვს

უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.
„ჩვენ უკრაინისთვის მეტი საბრძოლო მასალა გვჭირდება, რადგან რუსეთს იმაზე ბევრად მეტის წარმოება შეუძლია, ვიდრე ს ბრძოლის ველზე გამოყენება. სამწუხაროდ, ომში ამ მათემატიკას მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.
ლიპავსკიმ აღნიშნა, რომ ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში უკრაინის საბრძოლო მასალით მომარაგებისთვის მეტი თანხაა საჭირო.
„ამიტომ, ჩვენ გვსურს, რომ უკრაინამ ს აგრესიისგან თავის დაცვა შეძლოს. უკრაინისთვის ჭურვების მიწოდება ამ ინიციატივაზეა დამოკიდებული, ამიტომ, პრაქტიკულად, ყველას მოვუწოდებ, რომ წვლილი შეიტანონ“, – აღნიშნა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ