ჩეჩნეთში ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობისთვის მსჯავრდადებული

გროზნოს შეიხ-მანსურის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობიდან პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლა ჯაბრაილ მახმუდოვი, რომელიც 2014 წელს იგი დამნაშავედ ცნეს „ნოვაია გაზეტას ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეზე. ჯაბრაილ მახმუდოვს საპატიმროდან 2025 წლის ბოლოს უნდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ მსჯავრდადებულმა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შემოდგომობით მიმართა სასამართლოს, რომელმაც შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სასამართლოს ბრძანების თანახმად, რომელიც პოლიტკოვსკაიას შვილებს, ვერასა და ილიას გადაეცა, სასამართლომ პროკურატურის უთანხმოების მიუხედავად დაამტკიცა მსჯავრდადებულის შუამდგომლობა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მას 38 საყვედური ჰქონდა გამოცხადებული ტულის კოლონიაში, ხოლო სამჯერ განაწესის დარღვევის გამო საპატიმროს საჯარიმო იზოლატორშიც იმყოფებოდა. პოლიტკოვსკაიას შვილებმა სასამართლოს სხდომის დაწყებამდე მიაწოდეს მოსამართლეს ინფორმაცია, რომ არ ეთანხმებიან შუამდგომლობას.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, ჯაბრაილ მახმუდოვი, ძმასთან, იბრაგიმთან ერთად მკვლელობის წინა დღეს უთვალთვალებდა ანა პოლიტკოვსკაიას. მისი მეორე ძმას, რუსტამ მახმუდოვს, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ჟურნალისტის მკვლელობისთვის.
ჯაბრაილ მახმუდოვი პოლიტკოვსკაიას საქმეზე მეორე მსჯავრდადებულია, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ს საპატიმროდან გაათავისუფლეს. გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტმა პუტინმა ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი შეიწყალა.
ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი, რომელსაც 2014 წელს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს და უკრაინის წინააღმდეგ საომრად წავიდა.
· ჟურნალისტი და უფლებადამცველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მოსკოვში, ლესნაიას ქუჩაზე, მისი სახლის სადარბაზოში. მკვლელმა მას ოთხჯერ ესროლა პირდაპირ და შემდეგ, საკონტროლო გასროლის სახით, თავში, მაშინ, როცა პოლიტკოვსკაია ლიფტში შევიდა. ადგილზე იპოვეს მაკაროვის ტიპის იარაღი და ვაზნები.
· 2014 წლის ივნისში მოსკოვის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ჩეჩნეთის მცხოვრებთ, რუსტამ მახმუდოვს და ლომ-ალი გაიტუკაევს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შესრულებაში. გაიტუკაევი შემდგომში კოლონიაში გარდაიცვალა. ყოფილი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი მკვლელობის თანამონაწილეობაში დაადანაშაულეს და 20 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. მკვლელობის სავარაუდო შემსრულებლის ძმებს, იბრაგიმ და ჯაბრაილ მახმუდოვებს – რომლებიც პოლიტკოვსკაიას უთვალთვალებდნენ – შესაბამისად, 12 და 14 წლით მიესაჯათ პატიმრობა.

ასევე დაგაინტერესებთ