შსს-ს ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი მესამე ვერტმფრენი გადაეცა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი მესამე „H 145“ ტიპის ვერტმფრენიც გადაეცა.
-ს ინფორმაციით, ახალი ბორტი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს.
„თანამედრივე, ევროპული ტიპის სამივე ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. „H145“ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია. სასაზღვრო პოლიციის საფრენოსნო შემადგენლობამ სრული გადამზადება გერმანიაში, airbus helicopters-ის სასწავლო აკადემიაში გაიარა“, — ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით.
ამ თემაზე:
გომელაურის თქმით, ღამით ყველგან ვერც ახალი ვერტმფრენი იფრენს
შსს-ს გადაეცა ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი ვერტმფრენი

ასევე დაგაინტერესებთ