შოლცმა და ზელენსკიმ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

პარასკევს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და გერმანიაში ვიზიტად მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა, მ ბერლინში ორმხრივ უკრაინის უსაფრთხოების თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დოკუმენტის თანახმად მიმდინარე წლისთვის შვიდ 7 მილიარდ ევროზე მეტ დახმარებას მიიღებს. ეს თანხები რუსეთთან ბრძოლაში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდებას მოხმარდება. უკრაინული მხარის ცნობით, გერმანელ მწარმოებლებთან შესაბამისი კონტრაქტები უკვე დადებულია.

როგორც ზელენსკიმ განაცხადა, შეთანხმებაში გერმანია ადასტურებს თავის პოზიციას ს წინააღმდეგ სანქციების, საერთაშორისო ტრიბუნალის შესაძლებლობისა და გერმანიაში რუსული აქტივების გაყინვის შესახებ. მომავალში რუსეთის აგრესიის საკითხებზე დოკუმენტი საგანგებო კონსულტაციების მექანიზმს ითვალისწინებს.
· მოგვიანებით, პარასკევს, ვლადიმირ ზელენსკი გერმანიის პრეზიდენტ, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება, შაბათს კი საფრანგეთში გაემგზავრება, სადაც უკრაინის ლიდერი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობის შესახებ ახალ შეთანხმებასაც მოაწერს ხელს. ევროპულ ტურნეში მყოფი ზელენსკი მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობას გეგმავს.
· 2023 წლის ივლისში, ვილნიუსში ნატოს სამიტის ფარგლებში, G7-ის ქვეყნები უკრაინას უსაფრთხოების გრძელვადიან ვალდებულებებს დაჰპირდნენ. გაერთიანებული სამეფო გახდა “ამ ჯგუფის” პირველი ქვეყანა, რომელმაც მიმდინარე წლის იანვარში კიევთან შესაბამისი ორმხრივი შეთანხმება გააფორმა.

საერთაშორისო მედიის ცნობით, კიევსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ორმხრივი შეთანხმებების გაფორმებამ, შესაძლოა, უკრაინის ნატოში გაწევრიანება დააჩქაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით