შალვა პაპუაშვილი – საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს – ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყურებიან, როგორი დირექტივაც მოუვათ ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევიან

აბსოლუტურად საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ოპოზიციას ერთადერთი მიზანი აქვს, დესტრუქციით ძალაუფლების დაბრუნება.
„ვხედავთ, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს გარდა დესტრუქციისა. ხედავთ, ერთადერთი იმედი რაც აქვთ, არის ის, რომ ქვეყნის საზღვრებს გარეთ იყურებიან, როგორი დირექტივაც მოუვა ოპოზიციას ქვეყნის გარედან, ისე მოიქცევიან – რამდენიმე ევროპარლამენტარი იტყვის “სანქციებიო”, ესენიც გაიმეორებენ “სანქციებიო”, ისინი იტყვიან “არა სანქციებსო”, ესენიც შემდეგ იტყვიან “არა სანქციებსო”, ანუ დღესდღეობით აბსოლუტურად საკუთარი ნების გარეშე მოქმედი ოპოზიცია გვყავს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს, დესტრუქციით, რადიკალიზმით იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც ჰქონდათ. ერთი გრამი ძალაუფლება რომ ჰქონდეს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის რომ დაიბრუნოს, ზუსტად ისეთივე ტერორს დააყენებენ, როგორი ტერორიც მათ ჰქონდათ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს