ყოფილი ელჩი ხსნის, რისი სიგნალია კობახიძის მიწვევის გაუქმება

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილისა და ში საქართველოს ყოფილი ელჩის, გიგი გიგიაძის განცხადებით, გასაკვირი არ არის, რომ პრემიერ-მინისტრ -ის მთავრობიდან არავინ შეხვდა და ს ტრადიციულ მიღებაზე მიწვევაც გაუუქმეს.
როგორც გიგი გიგიაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა.
„ასეთი რაღაც აქამდე არ მომხდარა, მაგრამ არც ის მომხდარა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში შეურაცხყოფას აყენებდეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, დეზინფორმაციას ავრცელებდეს დასავლეთის წინააღმდეგ, ელჩს ესაუბრებოდეს ულტიმატუმებისა და შანტაჟის ენით და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის ნების უგულებელყოფას ახდენდეს. შესაბამისად, ის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ და გვესმის აშშ-დან, სრულიად ადეკვატური რეაქციაა ამერიკული პარტნიორებისა „ქართული ოცნების“ ქმედებებზე. ამიტომ აქ გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, პირიქით, სრულიად ლოგიკური გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელსაც ახორციელებს „ქართული ოცნება“. ჩემთვის უფრო გასაკვირი იქნებოდა, რომ ამერიკაში ვიღაც შეხვედროდა და მაღალი დონის შეხვედრები ეწარმოებინათ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს. განსაკუთრებით, ამერიკის ელჩთან ბოლო შეხვედრის შემდეგ, სადაც [ირაკლი ] მუქარანარევი და შანტაჟის ენით ესაუბრა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, მისი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმთავრეს გარანტორს და ჩვენს მუდმივ მხარდამჭერს“, – აცხადებს გიგი გიგიაძე, რომელიც ამჟამად ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) უფროსი მკვლევრია.
გიგი გიგიაძის თქმით, ეს არის დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში საქართველოს იზოლაცია იზრდება და ღრმავდება.
„ქართული ოცნება“ დღითიდღე სულ უფრო მეტად ექცევა იზოლაციაში, ისეთი ქვეყნების რიგში დგება, რომელთანაც საერთაშორისო საზოგადოება აღარ საუბრობს და აღარსად პატიჟებენ. ამიტომ ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს იზოლაცია გაგრძელდება და ქართველი ხალხი ვეღარანაირად დაუახლოვდება ცივილიზებულ სამყაროს. ამერიკული მხარე ვერანაირ შესაძლებლობას და საფუძველს ვერ ხედავს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს სიტუაცია შეიცვალოს“, – აცხადებს გიგი გიგიაძე.
როგორც გიგი გიგიაძე ამბობს, მისთვის გაუგებარია, რაზე უნდა ესაუბრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აშშ-ის წარმომადგენელთან იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს.
გიგიაძის თქმით, კობახიძეს აშშ-ის წარმომადგენელთან შეხვედრა, სავარაუდოდ, იმიტომ სურდა, რომ ამერიკიდან მოსალოდნელი სანქციები რაღაც ფორმით თავიდან აერიდებინა.
კერძოდ, ირაკლი კობახიძის ნიუ-იორკში გამგზავრებამდე, „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა ს წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა და მათ დაწესებას უახლოეს მომავალში განიხილავს.
“აშშ-ის პოზიცია ცნობილია, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიმართ იგეგმება მასშტაბური სანქციები, მათ შორის, მათი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სავარაუდოდ, ამ მიმართულებით უნდოდა კობახიძეს [საუბარი], რომ თავიდან აერიდებინა მომავალი სანქციები, რომელიც ამერიკას უკვე დაგეგმილი აქვს. ალბათ, ეს იქნებოდა ერთადერთი მიზეზი ამ შეხვედრის მოთხოვნისა და არა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების დათბობა, რადგან „ქართული ოცნება“ ამით არ არის დაინტერესებული. ამიტომ, ალბათ, კობახიძეს დავალება ექნებოდა მიღებული, რომ რაღაც ფორმით სანქციების შეჩერება ან შერბილება მოეხდინა. ფაქტია, ჩვენ უკვე ვიხილეთ ამერიკელების პასუხი ამ საკითხზე“, – აცხადებს გიგი გიგიაძე.
“ამერიკის ხმის” ინფორმაციით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ტრადიციულ მიღებაზე, სადაც ის მსოფლიო ლიდერებს და გაეროს მაღალჩინოსნებს უმასპინძლებს ირაკლი კობახიძის მიწვევა გაუქმებულია.
ტრადიციული მიღება დღეს, 25 სექტემბერს უნდა გაიმართოს ნიუ-იორკში.
“პრეზიდენტის მიღებაზე მიწვეულთა სიაში, თავდაპირველად, ასევე იყო ირაკლი კობახიძე, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობს, თუმცა ბაიდენის ადმინისტრაციამ მიწვევა გააუქმა. მიწვევის გაუქმების შესახებ ინფორმაციას „ამერიკის ხმას“ ადმინისტრაციის მაღალი რანგის ოფიციალური პირი და კიდევ ერთი წყარო კონგრესიდან უდასტურებს.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის მიწვევის გაუქმებასთან ერთად, ადმინისტრაციამ ასევე უარი თქვა საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე და პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრაზე, ასევე უარი თქვა ჯეიკ სალივანმა, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა.
აღნიშნულზე “ამერიკის ხმასთან” საუბრისას, შეერთებული შტატების ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალი რანგის ოფიციალური პირი დასძენს, რომ „საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები, დემოკრატიისა და ქართველი ხალხის ნების მიმართ შოკისმომგვრელ უპატივცემულობაზე მიუთითებს“. თუმცა, ამბობს, რომ არ ისაუბრებს ცალკეული დიპლომატიური დისკუსიების დეტალებზე,”- წერს “ამერიკის ხმა”.

ასევე დაგაინტერესებთ