ყირიმი უკრაინაა. წერტილი! – კიევში სავარაუდოდ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უპასუხეს

უკრაინამ კიდევ ერთხელ გამორიცხა თავისი ტერიტორიული მთლიანობის კომპრომისის საგნად გადაქცევა. 19 სექტემბერს, ღამით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა კომენტარი „ს ავტონომიური რესპუბლიკის და ქალაქ სევასტოპოლის მომავალი სტატუსის თემაზე დაუშვებელი წინადადებების შესახებ“.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არასდროს ყოფილა და არ იქნება განხილვის, ან კომპრომისის საგანი. ყირიმი ა. წერტილი“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის მხარეს დგანან თავდაცვის ძალები, საერთაშორისო პარტნიორები, გაეროს წესდება და საერთაშორისო სამართალი. სამინისტროს არ განუმარტავს, კონკრეტულად რამ გამოიწვია ეს კომენტარი.
ერთი დღით ადრე, 18 სექტემბერს უკრაინული მედიით გავრცელდა კიევში, საერთაშორისო კონფერენციაზე მყოფი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის მოსაზრება, რომ ყირიმს სთვის და განსაკუთრებით პუტინისთვის სიმბოლური დატვირთვა აქვს, უკრაინისთვის კი სტრატეგიული მნიშვნელობა და თუ ორივე ქვეყანა მოინდომებს, შესაძლოა, ყირიმი გაეროს მანდატის ქვეშ მოაქციონ სტატუსის შესახებ პატიოსანი რეფერენდუმის ჩატარების მისიით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე 19 სექტემბერს გამოქვეყნებული კომენტარის თანახმად, ყირიმი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის სიმძიმის ცენტრია და მისი სრულად აღდგენის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ უკრაინის მთელი ტერიტორიის, მათ შორის ყირიმის ნახევარკუნძულის სრული დეოკუპაციით. კიევს ამ საკითხში პარტნიორების შემდგომი მტკიცე მხარდაჭერის იმედი აქვს.
უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმს და სევასტოპოლს კვლავაც უკრაინის ტერიტორიებად აღიარებს.
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ (2022 წლის 24 თებერვალი) რუსეთს ანექსირებული აქვს უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ზაპორჟიეს და ხერსონის ოლქების ნაწილიც.
ფორუმი