ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მსვლელობას მართავენ

ქუთაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარედ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით „ქართული ოცნების” ოფისთან და მერიასთან გადაინაცვლებენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ხელისუფლებამ გაიწვიოს კანონპროექტი და არ დაიღლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნა არ შესრულდება.
„ვერ შეგვაშინებენ და არ გავჩერდებით. ვგმობთ ძალადობას, რაც აქტივისტების მისამართით ხორციელდება. შეშინებული რეჟიმი ყველაფერზეა წამსვლელი. ეს კანონპროექტი შეაფერხებს ქვეყნის განვითარებას, თუმცა, ახლა არა მხოლოდ კანონპროექტის გაწვევას ვითხოვთ, არამედ რეჟიმის გადადგომას. ვიბრძოლებთ და მოთხოვნების შესრულებამდე, პროტესტი იქნება უწყვეტი“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს