ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების გაფიცვა გრძელდება.
გაფიცულები დღეს მარშს გამართავენ და ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს.
სტუდენტებს პროტესტს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და რამდენიმე ლექტორი შეუერთდა. მათ დღეს განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ეთანხმებიან სტუდენტების მოთხოვნას და უარს ეუბნებიან სადავო კანონპროექტს.
მათი თქმით, ბრძოლა მთავარი მოთხოვნის შესრულებამდე გაგრძელდება.
„აკაკი წერეთელი სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ-ს სტუდენტების მიმართ, რომელთაც ღიად დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს და მათ სურვილთან უნდა იყოს თანხვედრაში ჩვენი ლექტორ მასწავლებლების პოზიცია. ქართული განათლება ეყრდნობა ევროპულ ფასეულობებს. საქართველოს ადგილი მხოლოდ ევროპაშია, არა რუსულ კანონს”, -აცხადებენ ლექტორ-მასწავლებლები.
წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები გუშინ გაიფიცნენ, მათ აუდიტორიებში შესვლაზე უარი განაცხადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება