ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ავტობუსი დაინიშნა

დღეიდან, 28 მარტიდან, ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე და უკან მგზავრებს ავტობუსი მოემსახურება. ტრანსპორტი ისე იმოძრავებს, რომ მოსახერხებელი იქნება ყველა ავიარეისის მგზავრებისთვის.
· მგზავრობის საფასური 5 ლარია, გადახდა კი ნებისმიერი საბანკო ბარათით შეიძლება;
· აეროპორტიდან ქუთაისში ჩასული ავტობუსი რუსთაველის 9ა-ში გაჩერდება – DMO იმერეთის შენობის წინ.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის 3 ავტობუსი შეიძინა, ჯამში 1 398 300 ლარად. ხელშეკრულება დაიდო შპს „ჯი-თი გრუპ-თან”.
თითოეულ ავტობუსს შეუძლია სულ მცირე 45 მგზავრის გადაყვანა და ადაპტირებულია შშმ პირებზე.
ამ დრომდე ავტობუსი მოძრაობდა ქუთაისის აეროპორტიდან მხოლოდ თბილისისა და ს მიმართულებებით.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ