ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს

ქართულ საზოგადოებას კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს
ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროა, როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან უსამართლო განცხადებები ისმის.
„სამწუხაროა, რომ უსამართლო და უსაფუძვლო განცხადებები კეთდება წინასაარჩევნო პერიდოში, რაც ქმნის აღქმას, რომ ვიღაცას სურს, გარედან გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი განცხადებები საარჩევნო შედეგებზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს. ქართულ საზოგადოებას ძალიან კარგად აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი მოსაზრებები იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი ქვეყნის გარშემო და ყველაფრის გათვალისწინებით მიიღებს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენთვის ყველაზე სამწუხაროა, რომ ასეთი უსამართლო განცხადებები ისმის მაღალი რანგის პოლიტიკოსების მხრიდან“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას