“ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პარტიის საარჩევნო სიის პირველ ოცეულში იქნებიან:
; ირაკლი ; ; ; ; ; ლაშა ტალახაძე; ვახტანგ თურნავა; მაკა ბოჭორიშვილი; გენო პეტრიაშვილი; სოზარ სუბარი; მარიამ ქვრივიშვილი; ანრი ოხანაშვილი; ნიკოლოზ სამხარაძე; ეკა ჭიჭინაძე; შოთა ბერეკაშვილი; ლევან მახაშვილი; ; გიორგი გაბუნია; ლიკა შარტავა.
„როგორც ხედავთ, ჩვენი საარჩევნო სიის ოცეული შედგება პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი და ახალი წევრებისგან, ახალი სახეებისგან, ყველა ასაკის წარმომადგენლებისგან, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანებისგან“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის არ არის უბრალო არჩევნები.
„ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, სადაც საზოგადოებამ საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს, თუ მშვიდობას, ირჩევს საზოგადოების მორალურ გადაგვარებას, თუ ტრადიციულ ფასეულობებს, ირჩევს ბნელ წარსულს, თუ საქართველოს ნათელ, ევროპულ მომავალს. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით გაიმარჯვებს ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რაც საქართველოში მშვიდობის, ღირსების, კეთილდღეობისა და საქართველოს ნათელი, ევროპული მომავლის გამარჯვებას ნიშნავს. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 26 ჩვენი დღეა და 26 ოქტომბერს აუცილებლად საქართვ ელო გაიმარჯვებს“, – განაცხადა კობახიძემ.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ