ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024

ვახტანგ ძაბირაძე – “ჩვენი დამოუკიდებლობა სრულად გარანტირებული იყო სწორედ დასავლური მხარდაჭერით. თუ ჩვენ ამას უარვყოფთ, არ ვიცი, რა გველის”
ირანი ს წინააღმდეგ – რამდენად რეალურია ახალი ომი კავკასიაში ზანგეზურის დერეფნის გამო
ლევან ლორთქიფანიძე – “პოლიტიკურ ბრძოლას სამოქალაქო მშვიდობა არ უნდა გადაჰყვეს!”
* * *
ვახტანგ ძაბირაძე – “ჩვენი დამოუკიდებლობა სრულად გარანტირებული იყო სწორედ დასავლური მხარდაჭერით. თუ ჩვენ ამას უარვყოფთ, არ ვიცი, რა გველის”
“პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში აშკარად გამოცოცხლდა, პარტიებმა დაიწყეს აქტიური საარჩევნო კამპანია. ლაპარაკი მაქვს იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, ვისაც აქვთ 5%-იანი ბარიერის დაძლევასა და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაზე პრეტენზია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით, გაიზარდა პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხიც. დაპირისპირება და პოლარიზაციის გამოხატვა ჯერ ინციდენტების ფარგლებს არ სცდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ს მოახლოებასთან ერთად, ეს პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება და გართულდება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ხელისუფლება, ყველა არჩევნებში ცდილობდა ნეგატიური მუხტი შეეტანა და შეექმნა ძალმომრეობის პრეცედენტები. ეს ყველა ხელისუფლებას შეეხება. ამასთანავე, ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქართული არჩევნების კიდევ ერთი უარყოფითი ტრადიციაა. ეს მისაღები არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარ პროცესებს უკვე შევეჩვიეთ”, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ყველას გვინდა სა და ცხინვალის დაბრუნება, მაგრამ…”
“დღემდე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძირითადი თემები სავსებით გასაგები იყო… ხელისუფლება ლაპარაკობს ტრადიციების დაცვაზე, მშვიდობაზე, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე და ა.შ. ეს თემები უკვე კარგად აქვთ დამუშავებული. ასევე ამბობენ, რომ თურმე დასავლეთი ცდილობს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას. ხელისუფლების მთავარი მიმართულება დასავლეთის კრიტიკაა, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს ჯერ არ ეხებიან. ოპოზიციაც დაახლოებით ამ ჭრილში მუშაობს – მოსახლეობას ეუბნება, რომ თუ `ქართული ოცნება~ დარჩება ხელისუფლებაში, დავბრუნდებით რუსულ ორბიტაზე, თუმცა ბოლო ხანს რაღაც ცვლილებებიც შეიმჩნევა. მაგალითად, “ლელომ~ წარმოადგინა პროგრამა, რომელშიც სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე არის ლაპარაკი, “ნაციონალურმა მოძრაობამ” 5-პუნქტიანი გეგმა გაასაჯაროვა. “ქართული ოცნებაც”~ აცხადებს, რომ ოქტომბრის დამდეგს გააკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ. მოკლედ, სოციალ-ეკონომიკური საკითხები ნელ-ნელა შემოდის საარჩევნო დაპირებებში, თუმცა რამდენად მიიღებს და დაიჯერებს ამომრჩეველი, ეს სხვა საკითხია. ვფიქრობ, სადღაც ორ კვირაში საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან პოლიტიკური ძალები და დაიწყება უფრო მიზანმიმართული კამპანიები”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების არავითარი შანსი არა აქვს. ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს ამაზე მუდმივად, რომ არავის გაუკვირდეს პარლამენტში უბრალო უმრავლესობას თუ მოიპოვებს. მათი სხვა განცხადებები, ყველა პიარია. ხელისუფლება დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე მუდმივად ლაპარაკობდა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, გვემუქრებოდა, რომ მას თუ არ დავუჭერდით მხარს, დაბრუნდებოდა “ნაცმოძრაობა” და ქვეყანას დაღუპავდა, მაგრამ გაცვდა ამით საზოგადოების დაშინების ცდა, რაღაც ახალი შტრიხი უნდა შეეტანათ და შეიტანეს კიდეც – ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წლისთავზე აპირებენ “ნაციონალური მოძრაობის” გასამართლებას, “ნიურნბერგის პროცესის” გამართვას. ხელისუფლებას არ უნდა ლაპარაკი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ამიტომ საარჩევნო კამპანია დაიწყო არა სოციალური და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თემებით. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოში არავინ მეგულება ისეთი, ვინც ამას არ მიესალმება, მაგრამ რეალობა იმდენად სხვაგვარია, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ესეც მხოლოდ საარჩევნო პიარია, თანაც ცდილობენ საზოგადოება როგორღაც დააჯერონ, რომ რუსეთთან ლაპარაკის გარეშე ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ასე გაამართლონ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. ამას ჯერ არ ამბობენ მაინცდამაინც აშკარად, მაგრამ მთელი მოქმედებით სწორედ ამას აკეთებენ. რუსეთი აშკარად სულ სხვაგვარად ფიქრობს და სხვა რამეს აკეთებს. კრემლი ჩვენი ტერიტორიების ანექსიას იწყებს. ხომ მოისმინეთ, რა განცხადებები გააკეთეს, თურმე აფხაზებმა და ოსებმა უნდა გადაწყვიტონ რუსეთთან შეერთება. აფხაზებს აიძულებენ ამაზე დათანხმებას, დაფინანსებაც კი შეუწყვიტეს იმის გამო, რომ ისინი არ თანხმდებიან მიწის და სხვა ქონების რუსებისთვის მიყიდვას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” ნარატივს, რომ თურმე ოკუპანტ რუსებთან ერთად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ვიმეორებ – ხელისუფლებას არ სურს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე ლაპარაკი: მიგრაციაზე, დემოგრაფიაზე, ეკონომიკაზე, განათლების სისტემაზე და ა.შ. ამიტომაც მოიგონეს ეს მყვირალა თემები”, – განმარტავს ექსპერტი.
“მშვენივრად იციან, რომ მოსახლეობის დარწმუნება ძალიან გაუჭირდებათ, თუ დაიწყებენ ლაპარაკს ეკონომიკის განვითარებასა და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე. კიდევ ერთი თემაა, რომელსაც მმართველი ძალა მუდმივად გვახვევს თავზე – თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომისკენ უბიძგებდა. ესეც ბლეფია. შეუძლებელია ამის სურვილი დასავლეთში ვინმეს რეალურად ჰქონოდა. ნორმალურად მოაზროვნე და ოდნავ ინფორმირებული ადამიანისთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველო ვერანაირ წინააღმდეგობას და სერიოზულ დარტყმას რუსეთს ვერ მიაყენებდა. გარდა ამისა, მსოფლიოში დღეს საბრძოლო მასალების დეფიციტია, დასავლეთი ს ვერ აიარაღებს ისე, როგორც საჭიროა, რაში სჭირდებოდა მას კიდევ ერთი თავსატეხი საქართველოს ომში ჩართვით. ამის გარდა, დასავლეთს დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდება სტაბილური საქართველო. ის ენერგომატარებლები, რაც რუსეთის ტერიტორიით გადიოდა დასავლეთში, დღეს, ფაქტობრივად, შუა დერეფნითა და საქართველოს გავლით მიეწოდება. ვის და რატომ შეიძლება სურდეს დასავლეთში ამ გზის გადაკეტვაც აქ არეულობისა და ომის დაწყებით? ვფიქრობ, ამაზე ბევრი უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ისე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების გამოყენებით”, – დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.
“კრემლი ჩვენს ნებისმიერ ანტიდასავლურ რიტორიკას მისი ნარატივის ნაწილად და პროპაგანდის წარმატებად განიხილავს. ლავროვმა მშვენივრად იცის, რაც არის საქართველოს ხელისუფლების ქცევა, აქ არც ტრადიციებს აქვს მნიშვნელობა და იდენტობაც არაფერ შუაშია, უბრალოდ, პირდაპირ ხომ ვერ იტყვის, საქართველოს ხელისუფლება რუსულ ორბიტაზე ბრუნდებაო. არადა, ვინ ლაპარაკობს საქართველოს კულტურულ ღირებულებებზე, იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც დღესაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ეწევა, დღესაც ანგრევს ჩვენს ეკლესიებს და ათეთრებს ჩვენს ფრესკებს. წლების წინ როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს იდენტობას, როგორ თელავდნენ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და თავისუფლებას, ამაზე აღარაფერს ვამბობ. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა სრულად გარანტირებული იყო სწორედ დასავლური მხარდაჭერით. თუ ჩვენ ამას უარვყოფთ, არ ვიცი, რა გველის. დასავლეთი ძალით ხომ ვერაფერს იზამს. ჩვენი ხელისუფლება ჯერ “ბრიკსში” გაწევრებაზე არაფერს ამბობს, მაგრამ თუ დარჩნენ ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს. ევროკავშირში კი არა, “ბრიკსში” მიჰყავს ქვეყანა “ქართულ ოცნებას”, – ამტკიცებს რესპონდენტი.
“რაც შეეხება პრემიერ კობახიძის განცხადებას, რომ პოლიტიკოსებს ფიზიკური საფრთხე ემუქრებათ, აშკარად მოიკოჭლებენ ლოგიკაში – თან გვიმტკიცებენ, რომ საქართველო ყველაზე მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანაა, თან ამბობენ, რომ ყველას და ყველაფერს საფრთხე ემუქრება… არასტაბილური გარემოს შექმნა საქართველოში ნამდვილად არ აწყობს დასავლეთს, ვისზეც ჩვენი ხელისუფლება მიანიშნებს. თუ ვინმეს სურს არეულობა საქართველოში, ეს არის რუსეთი და მისი ინტერესები. რაც შეეხება ვინმეს ფიზიკურ ლიკვიდაციას, უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად ასეთ დანაშაულზე წამსვლელი კრემლია. ამ შემთხვევაში ის, რომ ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, შესაძლოა სულაც არ იყოს დამზღვევი ფაქტორი იმავე ივანიშვილისთვის. თუ კრემლი მიიჩნევს, რომ ლიკვიდაციით შეიძლება მოგება ნახოს, ამაზე უკან არ დაიხევენ და არც არასდროს დაუხევიათ. იმხელა რუსული კოლონა გვყოლია ქვეყანაში, მეც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ასე რომ, აქ პროვოკაციების მოწყობა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს და შეუძლია კიდეც. რას და როდის მოინდომებს, რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ სიფრთხილეს გამოვიჩენთ და პირად და პოლიტიკურ ამბიციებს არ გადავაყოლებთ ქვეყანას”.
ირანი რუსეთის წინააღმდეგ – რამდენად რეალურია ახალი ომი კავკასიაში ზანგეზურის დერეფნის გამო
“ირანი სამხედრო ძალის ამოქმედებით იმუქრება. თეირანი აღშფოთებულია რუსეთის გადაწყვეტილებით, რომელმაც მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთის ტერიტორიაზე ზანგეზურის დერეფნის გახსნის თაობაზე და მოსკოვს აფრთილებს, რომ სომხეთ-ზერბაიჯანის სასაზღვრო დავაში აზერბაიჯანის მხარეს არ დადგეს. გამოიწვევს თუ არა ზანგეზურის დერეფნის საკითხი ახალ რეგიონალურ ომს და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ასეთ შემთხვევაში საქართველო? როგორც საერთაშორისო პოლიტიკის ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია აცხადებს, მოსკოვი ახლა მოწყვლად სიტუაციაშია და თუ ირანის ინტერესები არ გაითვალისწინა, არაა გამორიცხული, რომ თეირანმა მისთვის არასასურველი ნაბიჯები გადადგას. რეგიონალური ომი კი ამ მოცემულობით მოსალოდნელი არაა. კაკაჩიას აზრით, საქართველოსთან მიმართებაში ერთადერთი სავაჭრო-ეკონომიკური შიშებია, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნის შემთხვევაში შესაძლოა სატრანზიტო ფუნქცია ნაწილობრივ დაკარგოს, თუმცა ჯერ თავად დერეფნის გახსნაა სათუო”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ირანი რუსეთის წინააღმდეგ – რამდენად რეალურია ახალი ომი კავკასიაში ზანგეზურის დერეფნის გამო.
“ზანგეზურის დერეფანი გულისხმობს როგორც ავტომაგისტრალს, ისე სარკინიგზო ხაზს, რაც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით დააკავშირებს თავის ექსკლავ ნახჭევანთან და შემდეგ თურქეთთან. ეს გზა სომხეთის ტერიტორიაზე, სომხეთ-ირანის საზღვრის გასწვრივ გაივლის და არსებული შეთანხმების თანახმად, მისი კონტროლი რუსეთს დაევალება. თეირანში კი მიიჩნევენ, რომ ამ დერეფნის გახსნა რეალურად სომხეთ-ირანის საზღვრის ბლოკირებას გამოიწვევს და შესაბამისად, ირანი დაკარგავს სომხეთისა და საქართველოს გავლით ევროპასთან დამაკავშირებელ გზას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შემთხვევაში, თურქეთი სახმელეთო გზით დაუკავშირდება თავის მთავარ მოკავშირე აზერბაიჯანს, ეს კი რეგიონში თურქეთის როლსა და გავლენას გაზრდის, რასაც ირანი ასევე განიხილავს გამოწვევად თავისი ეროვნული უსაფრთხოებისათვის. თეირანის გაღიზიანება განსაკუთრებით 18-19 აგვისტოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტმა გამოიწვია, სადაც პირდაპირ განაცხადა, რომ დერეფანი უნდა გაიხსნას, რაც მთიანი ყარაბაღის მეორე, 44-დღიანი ომის შემდეგ ხელმოწერილი, 2020 წლის 10 ნოემბრის სამმხრივ (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი) შეთანხმებაშია ჩადებული, რომლის მიხედვით, მხარეებმა სახმელეთო კორიდორები უნდა გახსნან”, – აღნიშნავს გამოცემა.
“განიბლოკება რეგიონში არსებული ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირი. სომხეთი უზრუნველყოფს სატრანსპორტო კავშირურთიერთობას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებსა და ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა, სატრანსპორტო საშუალებათა და ტვირთების ორივე მიმართულებით შეუზღუდავი მოძრაობისათვის. სატრანსპორტო კავშირურთიერთობაზე კონტროლს ახორციელებენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის ორგანოები. მხარეების შეთანხმებისამებრ უზრუნველყოფილი იქნება ახალი სატრანსპორტო კომუნიკაციების მშენებლობა, რომლებიც აკავშირებენ ნახჭევნის ავტონომიურ რესპუბლიკას აზერბაიჯანის დასავლეთ რაიონებთან”,- წერია შეთანხმებაში. ამის საპასუხოდ, ამავე შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანს სომხური მხარისთვის უნდა გაეხსნა ლაჩინის დერეფანი, რომელიც სომხეთს დააკავშირებდა ყარაბაღის იმ ნაწილთან, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ადგილობრივი სეპარატისტების კონტროლის ქვეშ იქყო”, – განაგრძობს გამოცემა.
“თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ მას შემდეგ, რაც 2023 წლის მოვლენების შემდეგ, ყარაბაღი და მისი დედაქალაქი სტეპანაკერტიც ეთნიკური სომხებისგან მთლიანად დაიცალა, ლაჩინის დერეფნის გახსნას აზრი დაეკარგა. ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომისიის წევრმა ფადაჰოსეინ მალეკიმ განაცხადა, რომ ირანი მოსკოვისგან მოელის, რომ თავს შეიკავებს პარადოქსული ქცევისგან თეირანთან ურთიერთობაში. მალეკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანის ეროვნული ინტერესები არის “წითელი ხაზი”, რისი გადაკვეთაც ირანისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე თქმით, რეგიონში “რუსეთის ორმაგი სტანდარტი და ზანგეზურის დერეფნის შექმნის სურვილი ზურგში დარტყმას ნიშნავს”. მისი შეფასებით, თუ ირანის საზღვრებს საფრთხე დაემუქრება, იგი “გადამწყვეტ პასუხს” მოამზადებს. ირანული სააგენტო “მეჰრი” წერს, რომ რუსეთის გეგმების თავიდან ასაცილებლად თეირანს გადაწყვეტილი აქვს გამოიყენოს ნებისმიერი ინსტრუმენტი, მათ შორის სამხედრო ძალა”, – დასძენს გამოცემა.
“აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანის ამ გაფრთხილების პარალელურად, ოფიციალური თეირანი ერთმანეთის მიყოლებით აგზავნის სიგნალებს ომისთვის მზადყოფნის შესახებ “რეგიონში ისლამური რესპუბლიკის ინტერესების დაცვის სახელით”. “ამავდროულად, გაუგებარია, როგორ შეიძლება ირანის საზღვარზე გამავალმა რკინიგზამ გადაკეტოს სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიების გავლით ირანის გასასვლელი შავ ზღვაზე. ყოველივე ამის შემდეგ, ამ სატრანსპორტო კომუნიკაციებს რუსეთის სასაზღვრო ჯარები რომც აკონტროლებდნენ, ისინი მაინც ვერ შეწყვეტდნენ სახმელეთო მიმოსვლას ირანსა და სომხეთს შორის”, – აღნიშნავს აზერბაიჯანული მედია. წყარო სტატიას ანალიტიკოსთა მოსაზრებასაც ამატებს, რომელთა აზრით, “თეირანის შეურიგებელი პოზიცია “ზანგეზურის დერეფნის” გახსნასთან დაკავშირებით, უპირველეს ყოვლისა, განპირობებულია იმით, რომ ეს სატრანსპორტო არტერია უზრუნველყოფს პირდაპირ სახმელეთო კავშირს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ნახიჩევანის გავლით, რის შედეგადაც ცენტრალური აზიის თურქულენოვანი რესპუბლიკები ევროპისკენ უფრო მოკლე მარშრუტს მიიღებენ, ვიდრე ახლანდელი მარშრუტია საქართველოს გავლით”, – წერს სტატიის ავტორი.
“ბრიტანული “გარდიანის” ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა “უჩვეულო ნაბიჯი გადადგა და რუსეთი გააკრიტიკა” მას შემდეგ, რაც მოსკოვმა მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის მოთხოვნას სომხეთ-ირანის საზღვარზე სახმელეთო დერეფნის შესახებ. ეს განცხადება, შესაძლოა, მიუთითებდეს ირანის ახლად არჩეული მთავრობის მზადყოფნაზე, უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს მოსკოვის მიმართ. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი და ირანი აპირებენ სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულების ხელმოწერას, თუმცა მისი შინაარსი ჯერ კიდევ განხილვის საგანია. ირანის მთავრობაში არსებობს გარკვეული დაძაბულობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დიპლომატიური საფასურის გადახდა შეიძლება მოუწიოს თეირანს რუსეთთან სამხედრო ალიანსის გაღრმავების სანაცვლოდ. ამასთან, გასულ კვირას ირანის საგარეო უწყებაში დაიბარა რუსეთის ელჩი ალექსეი დედოვი, რათა მოსკოვის პოზიციის გამო უკმაყოფილება გამოეხატა. ირანში აცხადებენ, რომ არ სურთ მოსკოვის წახალისებით საზღვრებზე კონფლიქტი გაჩნდეს”, – განაგრძობს სტატიის ავტორი.
“არ მგონია, რომ ამას რაღაც სერიოზული მოჰყვეს. ომზე ნაკლებად უნდა ვისაუბროთ. ესაა ირანის მხიდან პოლიტიკური განცხადება, რადგან მიიჩნევს, რომ რუსეთი მისი მოკავშირეა. ისინი კარგა ხანია სტრატეგიული მოკავშირეობის ხელშკრულებებს ამზადებენ. ასევე ირანი რუსეთს უკრაინის ომში ეხმარება დრონებით და სხვა იარაღით. თეირანს სწორად მიაჩნია, რომ რუსეთმა ყარაბაღის ომში უფრო ირანის ინტერესებო უნდა დაიცვას, რადგან ირანს არ აწყობს აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი დერეფანი, რადგან იგი თურქეთსაც ისტორიულად მის მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ირანს მიაჩნია, რომ მას ეკეტება პირდაპირი საზღვარი სომხეთთან, ევროპასთან და ეს მისი ინტერესებისთვისაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. რაც მთავარია ორი თურქული სახელმწიფოს გაერთიანება მას ისტორიულად არ აწყობს. ის ამ მომენტში რუსეთისგან ელოდა და ელოდება, რომ მხარს თეირანს დაუჭერს და ახლა აფრთხილებს, რომ თუ პოზიციას არ შეცვლიან, მაშინ შეიძლება ირანმაც აგრძნობინოს თავისი უკმაყოფილება სხვადასხვა მეთოდებით”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.
“დღეს რუსეთს ირანი უფრო სჭირდება, ვიდრე ირანს რუსეთი უკრაინის ომიდან გამომდინარე და ამიტომ მოსკოვი უფრო მოწყვლად სიტუაციაშია. ჩვენ ეს ჯერ პირდაპირ არ გვეხება. თან ჯერ ეს კიდევ სათუოა, თუ რამდენად გავა გზა. ერთადერთი სავაჭრო-ეკონომიკური შიშებია, რომ თუ ზანგეზურის დერეფანი გაიხსნა, არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია, რომელიც აქვს, ნაწილობრივ დაეკარგოს. თუმცაღა, არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ დერეფანი საკმაოდ ვიწროა და იმდენ ტვირთს მაინც ვერ გაატარებს, რომ სერიოზული ცვლილებები გამოიწვიოს. ჩვენ რაღაცნაირად უნდა მივხვდეთ ვინაა მტერი და მოყვარე და აქედან გამომდინარე გადავდგათ ნაბიჯები, მათ შორის სამხრეთ კავკასიასთან დაკავშირებით”, – გდაასკვნის კორნელი კაკაჩია.
ლევან ლორთქიფანიძე – “პოლიტიკურ ბრძოლას სამოქალაქო მშვიდობა არ უნდა გადაჰყვეს!”
“სანამ დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა ჭკუას უნდა მოუხმონ, რომ პოლიტიკურ ბრძოლებს არ გადააყოლონ სამოქალაქო მშვიდობა. თუ პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ ცეცხლზე ნავთის დასხმას, ერთმანეთთან ზიზღით სავსე საუბარს, ამით ისინი საზოგადოებაში უნდობლობას, შეუწყნარებლობას დათესავენ და დამატებით კონფლიქტებს გააჩაღებენ. შეიძლება არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ ვნახოთ ის, რაც ბევრჯერ გვინახავს. ალბათ, გახსოვთ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, ქვები რომ ცვიოდა და ერთმანეთს აგურებს ურტყამდნენ თავში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტები. გვახსოვს 2003 წლის არჩევნების წინ ბოლნისის და ქვემო ქართლის ინციდენტები, როდესაც აგრესიული ჯგუფები ეთნიკური ნიშნით აღვივებდნენ დაპირისპირებას ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სამოქალაქო ომის გამოცდილება აქვს. ასე რომ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს”, – აცხადებს პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პოლიტიკურ ბრძოლას სამოქალაქო მშვიდობა არ უნდა გადაჰყვეს!”
“არ ვამბობთ, რომ იდილია იყოს “ნაციონალებსა” და “ქართული ოცნების” მხარდამჭერებს შორის. გასაგებია, მათ შორის კონკურენცია იქნება, მაგრამ ამ ბრძოლას აქვს თავისი ფორმები. ეს არ უნდა გადავიდეს ანგარიშსწორებასა და მაფიისმაგვარ მეთოდებში, მაგრამ დღეს რომ ვუსმენთ ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერებს, დამშვიდების იმედი არა გვაქვს. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს პრევენციულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შეიძლება რომელიღაც ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხან. ეს განცხადება ხომ ნიშნავს, რომ წინასწარ იქმნის ალიბის, თუ ოპოზიციონერებს გცემენ, მე არაფერ შუაში ვარო. როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი ხარ და გაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერ ლიდერებზე თავდასხმა იგეგმება, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს არ მოხდეს. მეორე მხრივ, ვხედავთ ს, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელს, რომელიც “ნახმარ” სახეებზე ლაპარაკობს. ასეთი რამ ლევან ხაბეიშვილს რომ ეთქვა, არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ აკაკი ბაქრაძის შვილს ცოტა მეტი მოეთხოვება. როცა აკაკი ბაქრაძის შვილი ასე აღვივებს სიძულვილს მოწინააღმდეგე ჯგუფის ქალების მიმართ, სხვას რა უნდა მოსთხოვო? უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება ცდილობს აგრესია წარმოშვას საზოგადოებაში და ოპოზიციაც, ნაცვლად იმისა, ასეთ აგრესიულ ხელისუფლებას ცოტა გონივრულად გაუსწორდეს, ცდილობს აგრესიას აგრესიით უპასუხოს და ეს საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ შფოთს წარმოქმნის”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ლორთქიფანიძე.
“საჯაროდ არგუმენტების გარეშე მსჯელობა, დაუსაბუთებელი ვარაუდების გამოთქმა, არასერიოზულია, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პოლიტიკური პირისგან. თუ რაღაცას ამბობ, მაშინ საბუთიც, კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა გქონდეს. ასეთი ყურით მოთრეული ამბები პოლიტიკურ პროცესს ძაბავს. ასეთი განცხადებებით ხელისუფლება ალიბის იქმნის იმ აგრესიისთვის, რასაც, ალბათ, აპირებს. ცოტა გვინახავს “ოცნების” კუნთმაგარი აქტივისტები, რომლებიც ხალხს სცემენ და მერე პოლიცია პასუხს არ სთხოვს? ასეთი განცხადებებით ირაკლი ხელ-ფეხს უხსნის ზონდერებს, რომლებიც მრავლად ჰყავს “ოცნებას”. მას არ შესწევს საგნობრივი დისკუსიის ძალა, რომ ხალხს ელაპარაკოს, მაგალითად, როცა ვერ ლაპარაკობ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, კრიტიკულ აზრს ვერ ისმენ და არ პასუხობ საზოგადოების მოთხოვნებს, რჩება ერთადერთი გზა, გააჩუმო გამწარებული ადამიანები, თუნდაც ოპონენტები”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“ახლა საქართველოში რამდენიმე შიმშილობის აქციაა სოციალურ ნიადაგზე და მოგისმენიათ ვინმე ამაზე საუბრობდეს? მაგალითად, ერთ-ერთი ონლაინკაზინოს თანამშრომლები შიმშილობენ, ლამის ორი თვეა ქუჩაში დგანან… ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მეორასე დღეა ქუჩაში დგას – საწარმოო სამუშაოების დროს აფეთქებენ ლიანდაგს, ეს კი იწვევს ეროზიასა და სხვა უამრავ პრობლემას. ხალხი ითხოვს სახელმწიფოს შუამავლობას კომპანიასთან კომპენსაციების მისაღებად, რომ დაზარალებული მოქალაქეებისთვისაც არსებობდეს წესი და კანონი, რომ ვინც დაგაზარალებს, იმან იზრუნოს შენზე. არც ამაზე საუბრობს არავინ. ბათუმში საშინელი ურბანიზაცია მიმდინარეობს, კომუნალური დეფიციტია, ქალაქს დენი, წყალი არ ჰყოფნის, ნაგავი არ გააქვთ, ჰაერი არ მოძრაობს, ზღვის დაბინძურებაა, ვინმე საუბრობს ამაზე? არავინ. ასეთ რეალურ თემებზე რომ დაიწყონ პოლიტიკურმა პარტიებმა საუბარი, იქაც იქნება პოლარიზაცია, იქაც ექნებათ პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული აზრი, მაგრამ მერე მოუწევთ რაღაც მოდელების შემოთავაზება და უფრო თემატური გახდება დისკუსია, არ იქნება იმ დონეზე, შენ ხარ მოღალატე, შენ ხარ ლგბტ თემის წარმომადგენელი, შენ ეს ხარ, შენ ის ხარო”, – მიიჩნევს პოლიტოლოგი.
“ქართული ოცნება” მიზანმიმართულად არ მსჯელობს ამაზე. ადამიანი ეუბნება ხელისუფლებას, პენსია არ მყოფნისო, ის კი პასუხობს, ხვალ ევროპაში რომ გაწევრდები, შენი შვილი ლგბტ თემის წევრი გახდებაო. ეუბნება ვიღაც, ფარმაცევტული მონოპოლიებია ქვეყანაში, ფასებს ისინი აწესებენ, ჩვენ ვერ ვიხდით ამხელა ფულს და მოაგვარე ეს პრობლემაო, ის პასუხობს, ეკლესიას გამოვაცხადებ სახელმწიფო ინსტიტუტად და მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგიაო… ევროკავშირმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვების ფორმულა უკვე შესთავაზეს – მას ჰქვია ტექნიკური მთავრობის იდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური, პარტიული ლიდერები უარს ამბობენ მინისტრთა კაბინეტში შესვლაზე და მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდება პროფესიონალიზმის ნიშნით. მაგალითად, კარგი მასწავლებელი ინიშნება განათლების მინისტრად, კარგი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრად, კარგი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად და მათ აქვთ პოლიტიკური პროგრამა, რომ გააკეთონ ისე ყველაფერი, რაც დაგვაბრუნებს ევროკავშირთან. მთავრობა უპარტიო პირებისგან არის დაკომპლექტებული, არანაირი პოლიტიკური ამბიცია მათ არ აქვთ. რომ გადადგებიან მერე გაიმართება ხელახალი არჩევნები”, – ამბობს ლევან ლორთქიფანიძე.
“და მერე გინდა აირჩიოს ხალხმა და გინდა სხვა, მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ ლაპარაკობს, იმის მიუხედავად, რომ ყველას მოწერილი აქვს ხელი ქარტიაზე. არ საუბრობენ იმიტომ, რომ აქვთ იმედი, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ და მერე გაინაწილებენ მინისტრების პორტფელებს. რეალობას ვერ აფასებენ, იმიტომ, რომ ამბიცია ახრჩობს ყველას. არადა, ახლა ქვეყანაში საბედისწერო დროა. ევროკავშირთან შეგვიძლია გავხსნათ მოლაპარაკება და ამ დროს “ქართული ოცნება” გვეუბნება, ჩინეთი, რუსეთი, “ჰესბოლა” და “ალ-ქაიდა” უნდა იყოს ჩემი პარტნიორიო. ცოტა უკან უნდა დაიხიონ, გვერდზე გადადონ თავიანთი ინტერესები, თუ უნდათ რამეს მიაღწიონ, თორემ ამ იწილო-ბიწილოში მოვა ისევ ივანიშვილი და ვიქნებით ავტორიტარული ქვეყნების დაჯგუფების ნაწილი, დარჩენილი ახალგაზრდებიც წავლენ ქვეყნიდან და მათ ნაცვლად მოვლენ სხვები ჩვენზე გაჭირვებული და გაუბედურებული ქვეყნებიდან”, – დასძენს რესპონდენტი და შეკითხვაზე – “არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკური ვითარების კიდევ მეტად გამწვავებას ელოდებით?” – პასუხობს:
“ეს უკვე ხდება. ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციების დაწიოკებას, ქუჩებში ჩხუბებს, ქვების სროლას, ჩამორჩენილობასა და ველურობას. ეს კი უფრო დაგვაშორებს ევროკავშირს და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს. უნდა მოითხოვოს ამ პოლიტიკოსებისგან იმ თემებზე საუბარი, რაც მათ აწუხებს – ჯანდაცვისა და განათლების მეტი ხელმისაწვდომობა, როგორი გადასახადები იქნება, როგორ მოწესრიგდება კომუნალური პრობლემები და ა.შ…”

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“