„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ქართველებმა დახვედრა მოუწყვეს

გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ს ქართველებმა დახვედრა მოუწყვეს. ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს ხვდება.
დახვედრის ღონისძიებაზე გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი, რასაც გერმანიაში მცხოვრები ქართველების ოვაციები მოჰყვა. მთავრობის მეთაურს გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა თბილი დახვედრა მოუწყვეს. გულშემატკივრები ირაკლი კობახიძეს ქართული დროშებით, ოვაციებით და შეძახილებით შეხვდნენ: „გაუმარჯოს ირაკლის, გაუმარჯოს საქართველოს“, – აცხადებენ პარტიაში.

ასევე დაგაინტერესებთ