ფიზიოთერაპიის როლი რეაბილიტაციის პროცესში

ფიზიოთერაპია რეაბილიტაციის პროცესის განუყოფელი კომპონენტია. დარგის ძირითადი მიზანია ფიზიკური ფუნქციისა – მობილობის აღდგენა,ტკივილის შემცირება და ზოგადად ცხოვრების საერთო ხარისხის გაუმჯობესება.
ფიზიოთერაპიის ჩატარებას, მისი მრავალფუნქციურობის გამო, ბევრი დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. ფიზიოთერაპიის ძირითადი როლი რეაბილიტაციის პროცესშია შემდეგია:
ტკივილის მართვა
თერაპევტები ტკივილის სამართავად, სხვადასხვა ტექნიკას იყენებენ, როგორიცაა ელექტროთერაპია,ულტრაბგერითი თერაპია, დარტყმით ტალღოვანი თერაპია, მაგნიტოთერაპია , თერაპიული ვარჯიშები და სხვა. ეს მეთოდები ხელს უწყობს ანთების შემცირებას და აჩქარებს შეხორცების პროცესებს.
მობილურობისა და ფუნქციის აღდგენა
შემდგომი დაზიანების პრევენცია
ფიზიოთერაპია ასწავლის პაციენტს სათანადო მექანიკასა იმისათვის რომ თავიდან აიცილონ მოსალოდნელი დაზიანებები.
ძალისა და კოორდინაციის გაუმჯობესება
გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაუმჯობესება
პოსტოპერაციული რეაბილიტაცია
ფიზიოთერაპიის ჩატარება აუცილებელია ისეთი ქირურგიული პროცედურების შემდეგ,როგორიცაა სახსრის ჩანაცვლება,ოპერაციები მყესებზე, სახსრებზე და ხერხემალზ და ა.შ . ფიზიოთერაპია ხელს უწყობს ოპერაციის შემდგომი ტკივილის,შეშუპებისა და შებოჭილობის შემცირებას.

ნევროლოგიური რეაბილიტაცია
ნევროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებისთვის (როგორიცაა ინსულტი,გაფანტული სკლეროზი,პარკინსონის დაავადება და ა.შ) ფიზიოთერაპია ფოკუსირებულია მოძრაობის,ბალანსის,კოორდინაციისა და ფუნქციური დამოუკიდებლობის აღდგენაზე.
ზოგადი კეთილდღეობის ხელშეწყობა
რამდენიმე ტექნიკა, რომელიც გამოიყენება ფიზიოთერაპიაში: