“ფასები, მხოლოდ მოკლევადიან დაქირავებაზე შეიძლება გაიზარდოს” – Eristavi Estates

კომპანიების RENTALS -სა და Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი, ზურაბ ერისთავი BM.GE-სთან უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელი მეტ-ნაკლებად სტაბილურობით ხასიათდება.
მისივე თქმით, გრძელვადიანი გაქირავების შემთხვევაში, რომელიც 1 წლით და მეტი დროით დაქირავებას გულისხმობს, ფასების ზრდა მოსალოდნელი აღარ არის.
„ფასებში ის პიკური “ავარდნები”, რაც 2 წლის წინ დაფიქსირდა, ეს ფაქტორი მეტ-ნაკლებად დაბალანსდა. გვახსოვს, როდესაც ქირაზე ფასები ფაქტობრივად 100%-ით იყო გაზრდილი, რაც დროთა განმავლობაში კვლავ ჩამოვიდა და ამ დროისათვის ასვლა-ჩამოსვლის მომენტი დასტაბილურებულია.

ასევე დაგაინტერესებთ