ფავლენიშვილი: ოცნების და ლავროვის მიზანი საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაციაა

ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის მოადგილე ს განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც მოსკოვი მზადაა, საქართველოს “მეზობელ ქვეყნებთან” – აფხაზეთთან და “სამხრეთ ოსეთთან” დაეხმაროს და აცხადებს, რომ ქართული ოცნებისა და სერგეი ლავროვის “სტრატეგიული მიზანი საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაციაა”.
“რაც გუშინ მოვისმინეთ მთავარი იყო როგორც ოცნების, ისე ლავროვის მხრიდან, მათ აქვთ ერთი სტრატეგიული მიზანი, ეს არის საქართველოს ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია. მათ სურთ, რომ ეთნოკონფლიქტად შერაცხონ და სამართლებრივ-პოლიტიკურ სიბრტყეზე გადაიტანონ ის, რასაც ერქვა და ჰქვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ოკუპაცია. მათ შორის, სურთ რომ კონფლიქტის მხარედ აქციონ არა , არამედ ოკუპანტების მიერ მართული სეპარატისტული რეჟიმები. ეს ყველაფერი ემსახურება ერთ პარტიულ მიზანს – 2008 წლის შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სინამდვილეში რუსეთი ოკუპანტია, რომ დაზარალებული არის საქართველო, რომ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა – ამ ყველაფრის პოლიტიკური სამართლებრივი ცვლილების მოსურნეა როგორც ივანიშვილი, ისე ლავროვი”- აცხადებს ფავლენიშვილი.