„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტროსადგურ „300 არაგველიდან“ ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები მეტრო 300 არაგველიდან ევროპის მოედნისკენ მარშით მიემართებიან.
მარშის მონაწილეებმა 300 არაგველთან გზა გადაკეტეს. მათ ბანერი აქვთ გაშლილი წარწერით „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“, „ბრძოლის ყიჟინა მოგვესმა“.
მარშის დაწყებამდე მარშის მონაწილეები ხელებაწეული სკანდირებდნენ: “საქართველო, საქართველო!”
პროტესტის მონაწილეები ადგილზე 18:00 საათიდან შეიკრიბნენ. აქ შეკრებილ საზოგადოებას პარტიის “ახალი” წევრები და მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ასევე, მეტრო 300 არაგველზე შეკრებილებს შეუერთდნენ “ევროპული საქართველოს” წევრები,
„ევროპის მარში – ევროპის კვირაში” – ამ სლოგანით მოქალაქეები, გარდა მეტრო 300 არაგველისა, 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანზე,მარჯანიშვილის მოედანსა და წერეთლის გამზირზე, “ექსპო ჯორჯიასთანაც” შეიკრიბნენ.
შეკრებილები ყველა ლოკაციიდან ევროპის მარშს მოაწყობენ, ევროპის მოედანზე კი საპროტესტო აქციას გამართავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“