უცხოეთში ქართული ბარათებით წელს 6.3 მლრდ ლარი გადაიხადეს

აგვისტოში ქართული საბანკო ბარათებით 91 246 290 ოპერაცია შესრულდა, მათ შორის 5 953 269 ოპერაცია უცხოეთში.
ეროვნული ბანკის აგვისტოს თვის მონაცემებით, საზღვარგარეთ ქართული ბარათებით 849 609 000 ლარის ოპერაციები განხორციელდა, რაც 181 მლნ ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
8 თვეში კი, რეზიდენტი ბანკების ბარათებით უცხოეთში 6.3 მლრდ ლარის ოპერაციაა შესრულებული.
ცნობისთვის, აგვისტოს მდგომარეობით ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 555 326 ერთეული შეადგინა, რომლის 21%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათებზე მოდის, ხოლო თითქმის 19%-ი Mastercard-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ