უსაზღვრო შეღავათები რუს ინვესტორებს და რუსული ბანკის შექმნა – კიდევ რა წერია აფხაზურ კანონპროექტში

უსაზღვრო შეღავათები რუს ინვესტორებს და რუსული ბანკის შექმნა – კიდევ რა წერია აფხაზურ კანონპროექტში
ს პარლამენტმა დაიწყო რუსულ-აფხაზური შეთანხმების პროექტის განხილვა რუსული კომპანიების მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ.
აფხაზი პოლიტოლოგი ინალ ხაშიგი „ჩეგემსკაია პრავდაში“ წერს, რომ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დეპუტატებს განსახილველად გადაუგზავნა აფხაზეთში რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების კანონპროექტი, სადაც აფხაზური ინტერესი გამადიდებელი შუშითაც კი ვერ მოიძებნება.
„არსებობს განცდა, რომ პროექტის ავტორებმა თავიდანვე განიზრახეს შეექმნათ, ერთი მხრივ, უსაზღვრო „საგადასახადო სამოთხე“ მსხვილი რუსული კომპანიებისთვის აფხაზეთში, სადაც ინვესტორს ზედმიწევნით უბრუნდება ყველა დაბანდებული თანხა და მეორეს მხრივ, ამ ინვესტიციებიდან თავად რესპუბლიკის ბიუჯეტში არაფერი შესულიყო“, – წერს ხაშიგი.
კანონპროექტის მიხედვით, რუსი ინვესტორი თავისუფლდება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალებისა და აღჭურვილობის შემოტანისას იმპორტის საბაჟო გადასახადის; კაპიტალური სამშენებლო პროექტების ამოქმედებიდან 8 წლის განმავლობაში იურიდიული პირი თავისუფლდება ქონების გადასახადისა და მოგების გადასახადისგან; უნაზღაურდება დამატებული ღირებულების გადასახადი აფხაზეთის ბიუჯეტიდან, ენიჭება უპირატესობა, უზრუნველყოს საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად საჭირო სიმძლავრეები და კავშირები საინჟინრო ქსელებთან და კომუნიკაციებთან; ინვესტორს ასევე აქვს უფლება მიიღოს კვოტა მუშაკებზე – უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და ზარალის ანაზღაურებაზე აფხაზეთის ბიუჯეტიდან და ა.შ. ხელშეკრულების პროექტი ითვალისწინებს ასევე რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ, რუსული ბანკის გახსნას, სადაც ეს თანხები დაგროვდება და შემდგომ მოემსახურება.
ინალ ხაშიგი წერს, რომ აფხაზეთის ბიუჯეტში ფული არც რვაწლიანი ვადის გასვლის შემდეგ შევა. „ეს პუნქტი ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების პროექტში. იურიდიული პირი, რომელიც აფხაზეთში ინვესტიციას ახორციელებს, შეიძლება იყოს მხოლოდ რუსული კომპანიის ფილიალი ან, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, „შვილობილი“. ანუ ეს შესაძლებელს ხდის გადასახადების ლომის წილის შევიდეს არა ადგილობრივ, არამედ ს ბიუჯეტში.

ასევე დაგაინტერესებთ