უნივერსიტეტის რექტორები სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან

38 უნივერსიტეტის რექტორები ერთობლივი განცხადებით პასუხობენ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის გაფიცვას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე.
რექტორების 14 მაისის განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.
„მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის წარმართვას. ეს არღვევს სტუდენტის კონსტიტუციურ უფლებას. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი გრძელდება.
ამასთან, აკადემიური პერსონალის ლექციებზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს არა მხოლოდ მათთვის კანონმდებლობითა და უნივერსიტეტებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებების დარღვევას, არამედ უშუალოდ აზარალებს იმ სტუდენტთა ინტერესებს, რომლებიც დღეს ესწრებიან სალექციო კურსებს. ლექტორთა მიერ სასწავლო პროცესის შეფერხება, ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიზნების რეალიზებას და საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. ეს ყველაფერი კი უარყოფითად აისახება ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული და ევროპული სტანდარტების შესრულებაზე,“ — აცხადებენ რექტორები.
მათთვის მიუღებელია, რომ უნივერსიტეტის სახელით „გარკვეული ჯგუფები“ პოლიტიკურ განცხადებებს ავრცელებენ.
„ქართული ოცნების“ მიერ რუსული კანონის მიღების პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ მთავარი გაკვეთილი ახლა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ტარდება, მთავარი გამოცდა კი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის დაცვაა.
აღსანიშნავია, რომ გაფიცვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ სტუდენტებმა გამოაცხადეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდნენ მათ პროფესორ-მასწავლებლები. ისინი აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ საკუთარ სტუდენტებს, მათ გვერდით იდგებიან, მათ შორის აქციებზე და გაცდენილი ლექცია-სემინარებს მათთან შეთანხმებით, მოგვიანებით აღადგენენ.
განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი უნივერსიტეტების რექტორები:
· ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
· თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი;
· ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
· საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია;
· იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;
· აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
· შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;
· სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია;
· ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი;
· დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია;
· საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი – სეუ;
· საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია;
· კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
· საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
· საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;
· კავკასიის უნივერსიტეტი;
· შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
· ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
· აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
· დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი;
· საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი;
· სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი;
· ბრიტანული სასწავლო უნივერსიტეტი;
· ევროპის უნივერსიტეტი;
· ავიცენა-ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი;
· თბილისის თავისუფალი აკადემია;
· სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი;
· ახლი უმაღლესი სასწავლებელი-ნიუუნი;
· გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი;
· აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი;
· თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება