უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ ს წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ის ელემენტი, რომელიც უნგრეთის ინტერესებს აზიანებდა ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი მის დამტკიცებას წინააღმდეგობას არ გაუწევს.
„სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია. ევროკავშირი სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას აგრძელებს, რომელიც მშვიდობასთან დაახლოების ნაცვლად, მას გვაშორებს“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
სიიარტომ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანქციების წინა პაკეტებმა ზიანი მხოლოდ ევროკავშირის ეკონომიკას მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ