უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს – პრემიერი

“უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას ვულოცავ 32 000-ზე მეტ აბიტურიენტს, რომელთა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი იწყება.”- წერს სოციალურ ქსელში პრემიერი ირაკლი .
“მჯერა, სტუდენტობის პერიოდი თქვენთვის ახალი ცოდნის, გამოცდილებისა და მეგობრების შეძენასთან ერთად, წარმატებული და საინტერესო იქნება.
საუნივერსიტეტო განათლების განვითარება და ახალგაზრდების მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტია და მთავრობის სახელით, ამ გზაზე სრულ მხარდაჭერას გპირდებით.
გისურვებთ წარმატებებს და იმ ცოდნის დაუფლებას, რომელიც მოგცემთ საშუალებას, მიაღწიოთ პროფესიულ წარმატებებს და წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში.”- წერს პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ღირსების განცდით დაგეგმილი პრაგმატული პოლიტიკა, ჯანსაღი ქართული ამბიცია, სისხლისფერი წარსულიდან მშვიდობის ნაბიჯი მომავალში-ამ ყველაფერს აერთიანებს საქართველოს პრემიერ- მინისტრის გამოსვლა