უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ხარკოვში განადგურებულია რუსეთის 20-დან 11 დრონი

უკრაინის ხარკოვის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით ს დღევანდელი შეტევის ერთ-ერთი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა იყო.
უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ ხარკოვსა და ახლომდებარე რაიონებში ელექტროენერგიის გარეშეა 350 ათასამდე მომხმარებელი. მ დეფიციტის შესავსებად პოლონეთს მიმართა.
რუსეთის სამხედრო ძალები ხარკოვს დრონებით გასული ღამის განმავლობაში უტევდნენ. ქალაქ ხარკოვში დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 3 მაშველი. დაშავდა 12. ნაწილობრივ დანგრეული და დაზიანებულია რამდენიმე სახლი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის ოლქს რუსეთის კურსკის ოლქიდან შეუტიეს 20 უპილოტო საფრენი აპარატით. საჰაერო ძალების თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა 11 დრონი გაანადგურეს.

ასევე დაგაინტერესებთ