უკრაინელი სამხედროების თქმით ავდეევკაში საშიში სიტუაცია

ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მე-3 ცალკეული მოიერიშე ბრიგადის ტელეგრამის არხში გამოქვეყნებულ შეტყობინებაში. ს სამხედრო უწყებასთან აფილირებულმა ბლოგერებმა, ისევე როგორც არაერთმა უკრაინულმა წყარომ, ბოლო დღეებში გაავრცელეს ინფორმაცია ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ რაიონებში რუსული ჯარების წინსვლისა და უკრაინული ძალების ალყაში მოქცევის საფრთხის შესახებ.
მე-3 ცალკეულმა მოიერიშე ბრიგადამ დაადასტურა, რომ “უკიდურესად კრიტიკული” სიტუაციის გამო იგი სასწრაფოდ გადაიყვანეს ქალაქ ავდეევკაში. ამტკიცებენ, რომ ბრიგადის მებრძოლებმა “ჩაატარეს რეიდი მტრის მიერ ოკუპირებული ავდეევკის რაიონებში” და დაამარცხეს სულ მცირე ორი რუსული ბრიგადა. თუმცა, სიტუაცია კვლავ “საშიშია”, რადგან რუსეთს ქალაქში ახალი ძალები შეჰყავს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი გასული დღის განმავლობაში ავდეევკის ტერიტორიაზე რუსეთის 34 თავდასხმის შესახებ იუწყება. რუსეთის ჯარები “განაგრძობენ ავდეევკის ალყაში მოქცევის მცდელობას“, მაგრამ “უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ თავდაცვას და მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ მათ”, – ნათქვამია უკრაინის სამხედრო უწყების ბიულეტენში.
ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) თანახმად, ქალაქის ტერიტორიის დაახლოებით 15%-ს რუსი სამხედროები აკონტროლებენ.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს