უკრაინელებმა 13 ოლქში 61 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს

რუსული ძალები 20 სექტემბრის ღამეს უკრაინის ტერიტორიას რამდენიმე რაკეტით და 70 „კამიკაძე-დრონით“ დაესხნენ თავს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ მოწინააღმდეგის 61 უპილოტო საფრენი აპარატი და Х-59 ტიპის მართვადი რაკეტა გაანადგურა, – ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსები ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან თავს დაესხნენ დონეცკის ოლქს გაურკვეველი ტიპის სამი რაკეტით, დნეპროპეტროვსკის ოლქს – X-59 ტიპის მართვადი რაკეტით, ასევე Shahed-ის ტიპის 70 უპილოტო საფრენი აპარატით ს ფედერაციის პრიმორსკო-ახტარსკის, კურსკის და იეისკის ტერიტორიებიდან.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საზენიტო ბრძოლის შედეგად 61 უპილოტო საფრენი აპარატი და ერთი X-59 ტიპის მართვადი რაკეტა ჩამოაგდეს, 9 დრონი კი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ლოკალურად დაიკარგა.
უკრაინის საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა დნეპროპეტროვსკის, ს, ვინიცას, ჩერკასის, კიროვოგრადის, სუმის, პოლტავას, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ხმელნიცკის, ნიკოლაევის, ოდესისა და ხერსონის ოლქებში.